вторник, 19 января 2010 г.

                       ქვეშელები

                         (ჩანაწერი)

 

დედები აღარ ეუბნებოდნენ ,,ნანას“აკვანში ჩაკრულ შვილებს. უტენია დგებოდნენე, ჩვილებს მოზრდილ შვილებს უტოვებდნენ და გასწევდნენ ხან სასახლის მიწებისკენ, ხან სახატოსკენ, ხან  დაზნექილებისაკენ,ხან თავწვრილებისაკენ.

ბარავდენენ და ჩერკნიდნენ, თოხნიდნენ და რწყავდნენ, ყანას მკიდნენ და ლეწდნენ,სიმინდს ჭრიდნენ და არჩევდენენ მკლავმოგალულად,მუხლჩაუხრელად, პირმოკუმულნი, თვალში ცრემლჩამდგარნი,შურისძიების  ბიღმა ჩაგუბებულნი.

სუფტა ჰაერი და ცივი წყალი,მჭადი და ოჯახის მარჩენალი ძროხის ჩამონაწველი იყო შინდარჩენილთა საზრდო.

მარცვლეულს თუ ბოსტნეულს, ხილს თუ ნაზარდ პირუტყვს–ყიდდნენ ბაზარზე. ყოველ დროს სახელმწიფოს აბარებდნენ სესხის სახით, ალალი გულით, ოღონდ მოსპობილიყო გადამთიელთა თარეშიჩვენს მიწა–წყალზე,–ოღონდ დამარცხებულიყო ვერაგი მტერი.

დედები–შვილებისგან,ცოლები–ქმრებისგან, დები–ძმებისგან ელოდნენ სამკუთხა ბარათებს ფრონტიდან.  და მოჰქონდა ფოთე ფოსტალიონს ვაჟკაცური შემართებით აღსავსე ბარათებით. ზოგიერთი სტრიქონი ცრენლით იყო დანამული, მაგრამ გამარჯვების იმედით სავსე. მიჰქონდა დაუზარელ ფოსტალიონს ამანათის ყუთები, გაძეძგილი თბილიწინდები, ხელთათმანებთ, ხილეულით და ჩურჩხელებით.

–ადამიანო,–ეტყოდა მაშო ქმარს,–თვიოთონ ვერ გადაიტანეს ფოსტამდე? ხო წელი მოგწყდა, რვა კილომეტრზე ოტხი ყუთი როგორ უნდა ათრიო,ორმოცი კილო მაინც გამოვა.

–ოხ, შე რჯულგარდამავალო, შენა! მაგისთვის სცალიათ ქალებსა? ისედაც ცეცხლი მიკიდია, სამი დაგუპვის დეპეშა მაქვს გადასაცემი და ვერ გადამიციაიმათი უბედური ცოლებისთვის. ილიკასა და ელიჩკას რომ შევხვდები, ცოდვით ვიწვი. ჯერ სულ იმათი ბაგრატას მამაცობის ამბები მოჰქონდა გაზეთებითა თუ წერილებით.ახლა მისი დაგუპვით იუწყება მიდევს გულის ჯიბეში და ნაკვერჩხალივითა მწვავს. ჩემი ვასო რომ ომმა შეიწირა, იმის შემდეგ ყველა მშობელს ვლოცავდი, მაგარამა რა გამოვიდა? ბედმა მე დამაკისრა ამ უბედურების დარიგება უიღბლო მშობელთანა. დგეს იქ წადი, დაზნექილებში, გუშინდელი გათიბული დააბულულე, თავჯმდომარეს არ აწყენინო, კარგი ბულულები დადგი, მეც მალე გამოვბრუმდები და მოგეშველები–დასტოვდა ამბავს და დატვირტული გასწევდა მეჯვრისხევის ფოსტისკენ.

–ოი,ღმერთო, შენ ამოსწყვიტე, ვინც ეს უბედურება თავს დაგვახვია!–დაიწყებდა წყევლა–კრულვას მაშო... ჯერ იყო და ჩემო ვასო დაჭრეს ხალხინ–გოლთან,თუ რაგაც ჯანდაბაა,იმ ქალაქთან. ტყვიით დაცხრილული ჩამომივიდა,დედა მოუკვდეს იმასა. ,,სიმამაცის „მედალი იმის მეტს მაშინ ჩვენ რაიონში არავის ჰქონდა,აქ აღარ გაუხარიაწლამდე ძლივს ვაცოცხლე,წელიწადი არ შეაღწეინოს ღმერთმა ი ხიტლერია, თუ ვიღაც ოხერი! რა ვქნა ნეტა ჩემი დათა , მიხო და ბაგრატა მშვიდობით დამიბრუნდნენ და ვასოს მკვდრად აღარ ჩავთვლი–მაინც სულ იმას ამბობენ: ცოცხალია ,არ მომკვდარაო.

ქვეშელი მამაკაცები იქ იყვნენ, სადაც ქვეყნის ბედი წყდებოდა, ქალები აქ შრომობდნენ.

 –ბრიგადირები–ქალები , მერგოლურები – ქალები, მაშ რა გვექნა?! – ამბობენ ახლა უკვე პენსიონერები.  შრომამ შეგვიმსუბუქა ნაღველიო, –იტყვიან ხოლმე მარგალიტა, ტასია, ნინო, თამარი, მარუსა და ვინ მოთვლის რამდენი–ომში დაღუპულთა ცოლები.

–რა პატარა ჩემი ქმარი იყო, ტყვია ვერ ეპოვაო,–ახლაც იტყვის ხოლმე ვeრო ელიზბარაშვილი, –ორ მეტრს არა უკლდა რა,ხუთი შვილი დამიტოვა...–აბა, შენ იცი თაყაძეების ქალოო!... წავიდა და აღარ დაბრუნდა... დავზარდე შვილები, ქვეყანასაც პირნათლად ვემსახურე, ერთი ბოღჩა ფული ვასესხე მთავრობასა, სურათი კინოსათვის სწორედ მაშინ გადამიღეს. გუშიმწინ რვაასი მანეთი  შემოიტანა ჩემმა გურამმა–ობლიგაციამ დაფარაო. რა ვუყოთ, მშვიდობა იყოს დარა ვქნა,სულაც არ მოვიგონებ მაშინდელ გაჭირვებასა.

სკოლის დამლაგებელი კატუშაკინო ,,არსენას“ ნახულობს. არსენა დევგმირობით  ჩემ დევგმირ ლექსასა ჰგავსო, იმას რომ დავინახავ გული მიხარისო, – ჩემი ქმარი იქა ომობდა,მე –აქ,არც ქვეყნისთვის მიღალატია, არც ჩემი ოთხი შვილისთვის, დედა ენაცვალოს ჩემ  კატოსა! –იტყვის ხოლმე მარო, ვაჟკაცის თვალტანადობა ააქვს და ვაჟკაცებთან იყო. მტერს ბერლინამდე სდია, იქიდან ორდენებითა მედალებით მკერდდამშვენებული  დამიბრუნდა. ახლა სტალის მადლობა რამდენი აქვ?! კარგი ოჯახი შექმნა, ოქროსავით ქმარ–შვილი ჰყავს, ბინაც კარგი მისცეს გორში და ავტომობილიცა.

 ეგრე იყო მაშინ საჭირო,– იტყვის ხოლმე ჩემი სახელოვანი ქალი. სამსობლოს სიყვარულით სიყვარული ძალას გვმატებდა, ყველაფერს ვიტანდით, რაც გამარჯვებისთვის გვჭირდებოდაო.

ქარიშხალმა გადაიარა. ვერაგ მტერს თავის ბუნაგში გააფრთხობინეს სული. დღითიდღე  მატულობს ომის ვეტერანთა მონაწილეებისსადმი პატივისცემა და დაფასება.

ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. შინმოუსვლელთა მეუღლეები და დედები დარწმუნდნენ რომ გმირები არ კვდებიან.

                                                                                                   

       ელენე ქონიაშვილი

      გორის რ–ნი სოფელი ქვეში.

    ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი

      1975წლის. ნოემბერი



            ისე რა, რომ დახსომონ შთამომავლებმა

ქართლის დიდი ვაკის ცენტრალური ნაწილი ტირიფონაა. სამხრეთით, მტკვარგაღმა თვალადი... რომელსაც თრიალეთის ლურჯი ქედი დასცქერის. ეს ქედი გორში გადის. ლიახვგაღმა მოჩანს შუა ქართლის გორაკთა ნაწილი–მალხაზის წვერი, გორში გორის ციხის გორია. გორიდანვე იწყება კვერნაქი, რომელიც მდინარე ლეხურასთან წყდება, აქედან იწყება წლევი–თრიალეთის ქედი ქსნამდე. ქსნიდა არაგვამდე გაჭიმულია მსხლები– სარკინეთის ქედი. მაშასადამე ამ დიდი ვაკის სამხრეთ სამხრეთის საზღვარია კვერნაქი. ეს საზღვარი ჩრდილო ფერდობებს გასდევს. ჩრდილოეთის საზღვარი კი კავკასიონის ძირია. ,,ჯარიაშნიდან ვანათამდე გვერდის ძირს და არს ადგილი ესე ვენახოვანი, ხეხილიანი, მოსავლიანი. ბრინჯ–ბამბის გარდა ყოველი სცენდები ნაყოფიერად, ვითარცა დავსწერეთ ქართლისა, არამედ ღვინო აქაური თხელი და მომჟაოა გარნა საამო სასმელად“– ვახუშტი.

                                 

 

                                                                                 12.04.1989 წელი

და მე ვიწვი ახლა ჩემი ერის ასე უადამიანო ჩაგვრის გამო...

9 აპრილი ჩემი ტკივილია, მტანჯავდა როგორ დამთავრდებოდა ერისთვის თავგანწირული  მიტინგი. საქართველოს მთა–ველების, ქალაქებისა სოფლების ტანძული ზეცა, წინაპართა სისხლით გაჟღენთილ მიწას ცრემლს აყრიდა... ნუთუ კიდევ სისხლს ღვრიან ამაღამაც? როგორ დაღუპეს მე–20 საუკუნის მიწურულს მხეც–კაცებმა. ქართველების გვერდით იყო, ქართველთათვის ღმერთისგან მოციქულად გამოგზავნილი კათალიკოსი ,,ილია მე-2“, ადამიანი მართალი ყელამდე, ერის ქართველთა ბელადი, უღალატო და მისი ჭირისა და ლხინის დიდი თანაზიარი.

რა ვიცოდი მე ბავშვობისას რა იყო ღვთის მორწმუნე და ერის მოჭირნახულე, მიშლიდნენ ღვთაების რწმენას.  შინ კი ღვთის მოსავი დიდად განათლებული დედა მყავდა. შიშით თვით რწმენას ჩვენც გვიმალავდა და ყალიბ ჯურნალ–გაზეთების ფურცლებიდან კომუსისტების გასახარ ლექსებს მაწერინებდა რათა დეკლამატორებით ჩვენი ოჯახის მტრები შეემცირებინა.

                                                                    

   ელენე ქონიაშვილი



                                 წყაროს ჩივილი

                                     

                                        (მოთხრობა)

 

თეთრ მიწებიდან ვიღებ სათავეს,ტირიფონის არხში ჩხრიალ–ჩხრიალით მივედინები. თიხნარზე დაღმართია და თავს ვერ ვიკავებ, ზოგან კალაპოტი ისე დავაღრმავე არც კი ვჩანვარ. მზის სხივი ჩამომხედავს ხოლმე და მეც გავუცინებ. ალაგ–ალაგ კოტდიანი ნაპირი მაქვს, დედუთის გზას გავიკავებ ხილის ბაღებთან კალაპოტი მიფართოვდება.

მშვენიერი სანახავია ჩემი წყალი;თუ მთაში ამინდია, მაშინ ბროლივით კამკამა ვარ. ნაწვიმარი მთიდან კი ნაცრისფერი ზოლივით ვჩანვარ. ეს ისვიათად, უმეტესედ მე კამკამა ვარ, ქვიშნარი სარეცელი მაქვს რა ფერის კენჭი გინდა, რომ ჩემს უბეკალთაში არ იწყოს. მე თავი მომაქვს ჩემი სილამაზით.

რა სიხარულით ველოდები ხოლმე გაზაფხულს, მაგრამ სწორედ მაშინ მიკლავენ გულს ზოგიერთი ავყია ჩემით ჩემს ნაპირზე გააკეთებს ხეხილის შესაწამლ ხსნარს და მონარჩენ მოშხამულ სითხეს ჩქაფუნით ჩამიმატებს. მე შევიცვლები და ულამღვრეული განვაგრძობ გზას. გავძვრები ბოგირქვეშ  და ეცადაანთ მიწებს ჩავუვლი გვერდით. მადლობა ღმერთს, დააშრეს ბოლოში ჭაობი თორემ რა მეშველებოდა. ვიტრიალებდი, ვოტრიალებდი ხოლმე და ძლივს გავძვრებოდი ქალაქაურების თავში.ახლა პირადპირ მივრბივარ, ვრწყავ ირგვლივ მადლიან მიწის გულსა. მადლობას მეუბნებიან მცენარეები. აქეთ–იქით ხეხილის ბაღები მაკრავს. ადამიანები არც აქ მიფრთხილდებიან;წამლიან კასრებს სიგ ჩემს უბეკლთაში ჩარეცხავენ; ტუ გაკეთებული წამალი დარჩათ, არც იმას დაიშურებენ შესაბილწად.რამდენი ხანია ხალხი  ხელპირის დასაბანად აღარ მეკარება.

ქალაქაურებიდან გუდამკიდეში მივბუტბუტებ ადამიანბზე ნაწყენი. აქ ჟივილხივილით მომეხვეოდნენხელფეხის დასაბანად ბურთაობით დაღლილ–დამტვრიანებული ბავშვები. ახლა აღარ მეკარებიან... ეშინიათ... მე გული მიკვდება, თველი ბავშვებისკენ მრჩება.

გუდამკიდეში ჯეჯილი გაბზინებულია,მწყერები ბუდე–ბიადრობას იღებენ, მაგრამ ვინ აცდის? ბახაბუხი გაუდის თოფებსა.

–დააცადე, შე არ დასაცალებელო,–გინდა დამძრახეთ,– მივაზახებ ხოლმე ჩემს გულში –ძლივს მოაღწიეს ჩვენამდე, ან ნამგზავრი არ იცი, ან ბუდობა არ იცი, აგრე რამ გაგახამა. ძვლიან ბუმბულიანად რომ გადალაპო გუდამკიდის გოგმანები, მაინც ვერ ამოივსებ მაგ გახარბებულ მუცელსა. შენ არ იყავი  ,,შვლის ნუკრის ნაამბობს“ რომ გახსნიდნენ, ჩუმ ცრემლს ტყაპანი მოადინე წიგნზე? თუ მაშინ გული გქონდა, ახლა რა ძონძების პარკი ხომ არ გიდევს მკერდის მარცხენა მხარეში?!

ჯეჯილის ბოლოს ჩემი დასასრულია, იქ ვუერთდები დიდ არხსა.  ეჰ, რა სანახაობაა ადრიან გაზაფხულზე ამ არხში! წყალი ძლივს მოიპარება შიგ ჩაყრილი ძველმანებს შორის, ტანსაცმელ –ფეხსაცმელი, თუნუქის  ღუმელები, მინის ნამსხვრევები, ასე განსაჯეთ, მკვდარი ძაღლები და ქათმებიც ყრია შიგა. ერთი სიტყვით, არხი სოფლის ბოლოში გადადის და ხალხს რაც უნდა . შიგა ჰყრის.

       რა იყო, ადამიანო , რამ დაგაბნია, რა  სანგვე ყუთი არხი ნახე?!  როგორ არ იცი , რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ დალოცვილ ქვეყანაზე.

გასულ  ზაფხულს მობანავე ბიჭების ჟრიამულში კივილის ხმა გაისმა.

       ვაიმე, დედავ! – დაიკვნესა ერთმა ბუთხუზა ბიჭმა და ნაპირს მიასურა. პეტრე პაპამ წალდი ძირს დააგდო და ბავშვისკენ გაქანდა.

       რა იყი შვილო!

       პაპა, ფეხი, ვაიმე  გავიჭერი!

       ნუ გეშინია ცოტა სისხლი გამოუვი და მე შეგიხვევ.

       პეტრმ ქათქათა წინსაფარზე დაიხედა – დედაკაცი გამიჯუავრდება. მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, – გაიფიქრა თავისთვის. საჩქაროდ მოხია ბოლო და ბავშვს ფეხი შეუხვია. შეშინებული ბავშვები გვერდში მიოსდევდნენე კოჭლობით მიმავალ ბიჭსა.

არხი გაწმინდეთო! იყო ბრძანება. გაწმენდა განა უადამიანოდ ადამიანის ჩაყრილ ნაგვისგან უნდა ხდებოდეს , განა ლომისგან და ჩამიონარეცხი ქანებისგან.

რა იყო ადამიანო, რად მაუსნოებ, მე შენი კედილდღეობა და ბედნიერება მსურს. სიცოცხლეს, მხნეობას და სილამაზეს გმატებ. ცხელ ამინდში საბანაოდ რომ მეწვევი, გინდ დაგლილი ჩემს ნაპირებს რომ გაჰყვე , დარდსა და ვარამს აგაცლის გულიდან ლალისფრად მოთამაშე ტალღები.

რად მავსებ უწმინდურობითა...

გაუფრთხილდი ბუნების უხვ წყალობასა.

                    

                 ელენე ქონიაშვილი  

                       ქვეში